Accessibility links

logo-print

ყირგიზეთში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრა


ყირგიზეთში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრა. არჩევნებში 16 კანდიდატი მონაწილეობს. ეს პირველი არჩევნებია მას მერე, რაც გასულ წელს საპროტესტო ტალღის შედეგად ჩამოგდებულ იქნა ყურმანბეკ ბაკიევი. შარშანდელი დაპირისპირებები მწვავე ეთნიკურ შეტაკებებში გადაიზარდა, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა ბაკიევის ჩამოგდების შემდეგ. მიმომხილველთა აზრით, ვერცერთი კანდიდატი ვერ მოახერხებს ხმების 50 პროცენტზე მეტის მოგროვებას, რაც მას პირველივე ტურში მოუტანდა გამარჯვებას. ფიქრობენ, რომ არჩევნებში ინდუსტრიულად განვითარებული ჩრდილოეთიდან და ღატაკი სამხრეთიდან კანდიდატების დაპირისპირებამ შეიძლება განაახლოს ქვეყნის კულტურული დაყოფა. კენჭისყრის წინასწარი შედედეგები ორშაბათისთვის არის მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG