Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი წყვეტს მიწისძვრის შემდეგ შესაძლო გადარჩენილთა ძებნას


თურქეთის ხელისუფლების ცნობით, ის წყვეტს 23 ოქტომბერს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ შესაძლო გადარჩენილთა ძებნას, მას მერე, რაც მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 596-ს მიაღწია. უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები კარვებისა და პირველადი დანიშნულების საგნების დეფიციტს უჩივიან. მათი თქმით, განაწილებული ჰუმანიტარული დახმარება სპეკულანტების ხელში ხვდება, რომლებიც შემდეგ ძვირად ყიდიან მას შავ ბაზარზე. მიწისძვრა წინა კვირას მოხდა. მისი ბიძგების მაგნიტუდა 7,2 ბალს შეადგენდა.
XS
SM
MD
LG