Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნებში იმარჯვებს მმართველი პარტიის წარმომადგენელი


ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში იმარჯვებს მმართველი კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი როსენ პლევნელიევი. ეგზიტპოლების მიხედვით, ის ამომრჩეველთა ხმების 55 პროცენტს აგროვებს. სოციალისტების კანდიდატი ივაილო კალფინი მას დაახლოებით ათი პროცენტით ჩამორჩება. 47 წლის როსენ პლევნელიევი დღევანდლამდე რეგიონალური განვითარების მინისტრი იყო მოქმედ მთავრობაში. მის საპრეზიდენტო პროგრამაში ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დასახელებულია სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება და ბიზნესისთვის უფრო ხელსაყრელი პირობების შექმნა. კვირას წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ სახელმწიფოს მომავალმა მეთაურმა თქვა, რომ ბულგარეთის განვითარება ქვეყნის ყველა რეგიონისთვის თანაბარ შესაძლებლობებს ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG