Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთი საპრეზიდენტო არჩევნებში ალმაზბეკ ატამბაევი ლიდერობს


ყირგიზეთში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრა. არჩევნებში 16 კანდიდატი მონაწილეობს. ეს პირველი არჩევნებია მას მერე, რაც გასულ წელს საპროტესტო ტალღის შედეგად ჩამოგდებულ იქნა ყურმანბეკ ბაკიევი. შარშანდელი დაპირისპირებები მწვავე ეთნიკურ შეტაკებებში გადაიზარდა, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა ბაკიევის ჩამოგდების შემდეგ. დამუშავებულია ბიულეტენების ნახევარზე მეტი. წინასწარი მონაცემებით, მოქმედ პრემიერ-მინისტრ ალმაზბეკ ატამბაევს ამომრჩეველთა 64-მა პროცენტმა მისცა ხმა. როგორც იტყობინებიან, ატამბაევის საარჩევნო შტაბში უკვე ზეიმობენ გამარჯვებას.
XS
SM
MD
LG