Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროზონის ფინანსური დახმარების ფონდი ფინანსებს ეძებს


ევროზონის ფინანსური დახმარების ფონდის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ იაპონია გააგრძელებს ფონდის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების შეძენას. კლაუს რეგლინგი იაპონიის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა. მანამდე მან ფონდისთვის ფინანსების მოსაძიებლად ჩინეთში გამართა შეხვედრები. ჩინეთი ჯერჯერობით თავს იკავებს ევროზონის ფონდის საკითხზე რაიმე გადაწყვეტილების მიღებისგან. კლაუს რეგლინგი აზიაში ევროზონის სამიტის დასრულებიდან ერთ დღეში გაემგზავრა.
XS
SM
MD
LG