Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალმაზბეკ ატამბაევმა თავი გამარჯვებულად გამოაცხადა


ყირგიზეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ალმაზბეკ ატამბაევმა თავი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა. ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნების 98%-იდან მიღებული ხმები დათვალა. ატამბაევს ხმების 63% აქვს მიღებული. მისი ოპონენტები არ ეთანხმებიან წინასწარ შედეგებს და დარღვევების შესახებ ჩივილს აპირებენ. ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 60%-ზე მეტმა მიიღო მონაწილეობა.
XS
SM
MD
LG