Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ნატო ასრულებს ლიბიაში მისიას


ნატოს მისია ლიბიაში დღეს სრულდება. 7 თვის წინ ნატომ დაიწყო საჰაერო ოპერაციები ლიბიაში და შეასრულა მნიშვნელოვანი როლი მუამარ კადაფის ხელისუფლების დამხობაში. გასულ კვირაში გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი ლიბიაში სამხედრო მოქმედებების 31 ოქტომბერს დასრულებას. 7 თვის წინ უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა ”ყველა აუცილებელი ზომის გატარებას” კადაფის ძალებისგან მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. მუამარ კადაფი სირტეში 20 ოქტომბერს მოკლეს. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ მისია ლიბიაში ”ნატოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო”. ლიბიის გარდამავალმა საბჭომ ნატოს მოუწოდა მიმდინარე წლის ბოლომდე მაინც გაეგრძელებინა სამხედრო ოპერაცია.
XS
SM
MD
LG