Accessibility links

logo-print

მსოფლიოში აღნიშნავენ „მეშვიდმილიარდე ბავშვების“ დაბადებას


მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნავენ მოსახლეობის შვიდ მილიარდამდე გაზრდას ახალშობილებისადმი მიძღვნილი ზეიმებით. გაეროს შეფასებით, მსოფლიოს მოსახლეობამ შვიდ მილიარდს მიაღწია დღეს, 31 ოქტომბერს. ამასთან, გაერო არ აპირებს ერთი რომელიმე ბავშვის დასახელებას დედამიწის მეშვიდმილიარდე მკვიდრად. რამდენიმე ქვეყანა მართავს ზეიმებს მეშვიდმილიარდე ადამიანის დაბადების სიმბოლურად აღსანიშნავად. პირველი ქვეყანა, სადაც იზეიმეს, იყო ფილიპინები. იქ წუხელ, შუაღამემდე ორი წუთით ადრე დაიბადა გოგონა დანიკა მეი კამაჩო.
XS
SM
MD
LG