Accessibility links

logo-print

ავღანეთში აფეთქებამ სამი ადამიანი შეიწირა


ავღანეთში სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა დღეს დილას თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად. გაეროს პრესმდივნის განცხადებით, აფეთქება მოეწყო სამხრეთში მდებარე ქალაქ ყანდაარში, ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისის მახლობლად. საინფორმაციო სააგენტო "ფრანსპრესის" ცნობით, დაიღუპა სამი მცველი ოფისის მახლობლად მდებარე ბლოკპოსტზე. ამავე რაიონში მდებარეობს რამდენიმე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისები და სასტუმროები. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.
XS
SM
MD
LG