Accessibility links

logo-print

თბილისი მოსკოვისგან ელის ვმო-ს შესახებ საბოლოო თანხმობას


თბილისი მოსკოვისგან ელის საბოლოო თანხმობას, რაც აჩვენებს მართლაც დაინტერესებულია, თუ არა რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებით - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თორნიკე გორდაძემ. მისივე თქმით, საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობას ეძლევა საშუალება გააკონტროლონ ყველა ტვირთი, რომელიც საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე შემოვა. თორნიკე გორდაძის განმარტებით, ”თავიდანაა აცილებული საქართველოს ტერიტორიის ორმაგი რეჟიმით განხილვის მცდელობა, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია.”
XS
SM
MD
LG