Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში გაიმართა მიშელინ კალმი-რეისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა


საქართველოსა და შვეიცარიის პრეზიდენტების შეხვედრა დღეს ბათუმში გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიშელინ კალმი-რეიმ, რომელიც შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრიცაა, მიხეილ სააკაშვილს გააცნო შვეიცარიის მიერ შეთავაზებული კომპრომისული დოკუმენტისადმი რუსეთის დამოკიდებულება. პრეზიდენტის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ ”მედიატორი ქვეყნის მიერ მომზადებულ დოკუმენტში გათვალისწინებულია ქართული მხარის მოთხოვნები, რაც საზღვრებზე ტვირთბრუნვის საერთაშორისო დამკვირვებელთა მიერ მონიტორინგსა და ინფორმაციის ელექტრონულ გაცვლას ითვალისწინებს.” მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ცნობითვე, ოფიციალური მოსკოვის გადაწყვეტილება ჯერჯერობით უცნობია, სამუშაო ჯგუფების მოლაპარაკების ბოლო რაუნდი ჟენევაში, 9-10 ნოემბერსაა დანიშნული და მხარეების შეთანხმების შემთხვევაში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხს 153 ქვეყანა 15 დეკემბერს მინისტერიალზე გადაწყვეტს.
XS
SM
MD
LG