Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი: შვეიცარიის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში "რადიკალური" ცვლილებები არ არის საჭირო


მოსკოვი დღეს, საქართველოსთან შეთანხმების პროექტს, რომელიც შვეიცარიის შუამავალობით შემუშავდა და რომელიც გზას გაუხსნის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწვერიანებას, დადებითად გამოეხმაურა. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც რუსეთის ამ ორგანიზაციაში გაწვერიანებას ხელს უშლის. კრემლის მთავარმა მრჩეველმა ეკონომიკის სფეროში, არკადი დვორკოვიჩმა „როიტერს-ის“ სააგენტოს უთხრა, რომ მოსკოვს არ სჭირდება „რადიკალური“ ცვლილებების შეტანა, რათა დათანხმდეს შვეიცარიის შუამავალობით მიღებულ შეთანხმებას. კვირას, რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტ, ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიშლინ კალმი-რეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მადლობა გადაუხადა შვეიცარიას შუამავლობისთვის, რათა „გაუადვილდეს რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაერთიანება და საჭირო შეთანხმების მიღწევა“. დღესვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ვიქტორია ნულანდმა რუსეთისა და საქართველოს მოლაპარაკების თაობაზე ბრიფინგზე, ვაშინგტონზე შემდეგი განაცხადა: „ჩვენ ასე გვესმის, რომ მოლაპარაკება კარგად მიმდინარეობს. წინსვლა გვახარებს. თუმცა, მოლაპარაკება ჯერ არ დასრულებულა. საქართველომ შვეიცარიის წინადადება მიიღო. რუსები შესწავლის პროცესში არიან. ვმუშაობთ (თუ შვეიცარელები მუშაობენ), ჯერ კიდევ დარჩენილ საკითხებზე და კვლავ იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება კარგი გზა ამ განსაკუთრებული საკითხების მოგვარებისთვის“.
დღეს „როიტერს-ის“ სააგენტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგი კაპანაძემ უთხრა, რომ რუსეთმა დოკუმენტის განხილვისთვის კიდევ ერთი დღე ითხოვა.
XS
SM
MD
LG