Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიის სასამართლოს თანახმად, პირი, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა აშშ-ის საელჩოს, საპატიმროში რჩება


ბოსნიის სასამარლომ გადაწყვიტა, რომ პირი, რომელმაც პარასკევს ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა აშშ-ის საელჩოს სარაევოში, ერთი თვით საპატიმროში რჩება. ხელისუფლება აგრძელებს გამოძიებას აქტისა, რომელსაც ის ტერორისიტულ უწოდებს. მოსამართლემ გაითვალისწინა პროკურატურის არგუმენტი, რომ თუ 23 წლის მევლიდ ჯასარევიჩი არ დარჩებოდა საპატიმროში, ის გამოძიებას ხელს შეუშლიდა. მან პარასკევს ცეცხლი გაუხსნა აშშ-ის საელჩოს და ნახევარი საათის განმავლობაში ისროდა, დაჭრა პოლიციელი, სანამ პოლიციის სნაიპერი მას ფეხში არ დაჭრიდა. ის სასამარლოს არ აღიარებს. მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ჯასარევიჩი რელობას მოწყვეტილია და ფსიქიატრს საჭიროებს. ის სუნიტ მუსლიმთა, ვაჰაბიტური გაერთიანებს მიმდევარია. ბოსნიაში ამ ჯგუფის ლიდერმა განაცხადა, რომ მისთვის სროლის ეს აქტი მიუღებელია.
XS
SM
MD
LG