Accessibility links

logo-print

საბერძნეთი რეფერენდუმს ჩაატარებს მომჭირნეობის ზომებთან დაკავშირებით


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა ჩაატარებს რეფერენდუმს ევროკავშირის დახმარების მიღებასთან დაკავშირებით. გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში მიიღეს გადაწყვეტილება ეევროზონაში ანტიკრიზისული ზომების მიღების შესახებ, რომლის ფარგლებშიც საბერძნეთს ვალების ნახევარს ჩამოაწერენ და ქვეყანას 130 მილიარდი დოლარის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფენ. საბერძნეთში უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ მომჭირნეობის ზომებთან დაკავშირებით, რომლის მიღებაც ქვეყანას მოუწევს დახმარების მისაღებად.
XS
SM
MD
LG