Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო ლიბიას მოუწოდებს, ებრძოლოს იარაღის გავრცელებას


გაეროს უშიშროების საბჭო ერთხმად მიემხრო ლიბიისადმი მოწოდებას, გადადგას „ყველა საჭირო ნაბიჯი“ დედამიწა-ჰაერის ტიპის ათასობით რაკეტის და სხვა სახის იარაღის გავრცელების აღსაკვეთად. რეზოლუცია, რომლის პროექტიც რუსეთმა მოამზადა, ასახავს საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთებას, რომ იარაღი შესაძლოა, ხელში ჩაუვარდეს ექსტრემისტულ ჯგუფებს, როგორიცაა ალ-ყაიდა და ისლამური მაღრიბი. რეზოლუცია ლიბიას მოუწოდებს ასევე, უცხოელ ექსპერტებთან შეთანხმებით გაანადგუროს ქიმიური იარაღის მარაგი. ლიბიაში ამ კვირაში მოელიან უცხოელ ექსპერტებს ქიმიური იარაღის საკითხის განსახილველად. როგორც ტრიპოლიში აცხადებენ, ლიბია არ არის დაინტერესებული ამ ტიპის იარაღის შენარჩუნებით.
XS
SM
MD
LG