Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს საქართველოში დაბრუნდა თურქეთიდან დეპორტირებული კიდევ 25 მოქალაქე


არალეგალურად მუშაობის ბრალდებით თურქეთიდან დეპორტირებული საქართველოს კიდევ 25 მოქალაქე დღეს სამშობლოში დაბრუნდა. მანამდე, ოქტომბრის ბოლოს თურქეთიდან 135 ქართველი გააძევეს. ”გახშირებული დეპორტაცია არ ნიშნავს საქართველოს მიმართ თურქეთის პოლიტიკის შეცვლას”, - განუცხადა სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ვიცე-კონსულმა გელა ჯაფარიძემ. მისივე თქმით, ოქტომბრის ბოლოს ანკარის სამართალდამცავებმა მასშტაბური სპეცოპერაცია განახორციელეს იმ პირებისა და კომპანიების მიმართ, რომლებიც უცხოელებს არალეგალურად ასაქმებდნენ. გელა ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ოპერაციის შედეგად არ მომხდარა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა დაკავება და დეპორტაცია.
XS
SM
MD
LG