Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბული მასპინძლობს ავღანეთისა და პაკისტანის პრეზიდენტების მოლაპარაკებას


სტამბულში იმართება ავღანეთისა და პაკისტანის პრეზიდენტების, ჰამიდ კარზაისა და ასიფ ზარდარის მოლაპარაკება. შეხვედრას მასპინძლობს თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული. პარალელურად იმართება ავღანეთისა და პაკისტანის არმიების სარდლების მოლაპარაკება, რაც წინ უძღვის საერთაშორისო კონფერენციას ავღანეთის შესახებ. კონფერენცია ხვალ იწყება სტამბოლში. ავღანეთი მეზობელი პაკისტანის დაზვერვის სამსახურს ადანაშაულებს თალიბების მხარდაჭერაში. ქაბულმა პაკისტანთან დიალოგი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც სექტემბერში მოკლეს ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი ბურჰანუდინ რაბანი. პაკისტანი უარყოფს ბრალდებას, რომ დახმარებას უწევს თალიბანს.
XS
SM
MD
LG