Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში იმართება კონფერენცია კიბერ-უსაფრთხოების საკითხებზე


ლონდონში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ინტერნეტ-დანაშულებთან დაკავშირებულ საფრთხეებს. კონფერენციაზე განიხილავენ, თუ როგორ უნდა უზრუნველყონ კიბერსივრცის უსაფრთხოება ეკონომიკური თანამშრომლობისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გარეშე. კონფერენციის დაწყებამდე დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეშფოთებას იწვევს ბრიტანეთის მთავრობისა და მსხვილი კომპანიების კომპიუტერულ სისტემებზე კიბერთავდასხმების რაოდენობის მატება. კონფერენციაში მონაწილეობენ 60-მდე ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები, საერთაშორისო კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები და ინტერნეტ-აქტივისტები.
XS
SM
MD
LG