Accessibility links

logo-print

ბან კი მუნი მოელის, რომ იანვარში გადაწყდება კვიპროსის გაერთიანების საკითხი


გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი მოელის, რომ იანვარში მიაღწევენ შეთანხმებას კვიპროსის გაერთიანების საკითხზე. ბან კი მუნმა ეს შეფასება გამოთქვა მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკში გაიმართა ორდღიანი კონფერენცია ბერძენი კვიპროსელების პრეზიდენტ დიმიტრის კრისტოფიასისა და თურქი კვიპროსელების ლიდერ დერვის ეროგლუს მონაწილეობით. გაეროს გენერალურმა მდივანმა ამ მოლაპარაკებებს უწოდა „პოზიტიური, პროდუქტიული და ენერგიული“. კვიპროსი გაყოფილია ორ ნაწილად, ჩრდილოეთში თურქ კვიპროსელებსა და სამხრეთში - ბერძენ კვიპროსელებს შორის.
XS
SM
MD
LG