Accessibility links

logo-print

საბერძნეთის კრიზისზე კანში იმსჯელებენ


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი გეორგ პაპანდრეუ დღეს საფრანგეთის პრეზიდენტთან და გერმანიის კანცლერთან კანში გამართავს მოლაპარაკებებს. მთავარი საკითხი საბერძნეთში გამოცხადებული რეფერენდუმია, რომელიც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გზას შეეხება. კანში ხუთშაბათს დიდი ოცეულის სამიტი დაიწყება. საბერძნეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა რეფერენდუმის იდეას. პაპანდრეუმ მინისტრებს უთხრა, რომ რეფერენდუმი მკაფიოდ განსაზღვრავს საბერძნეთის ევროპული კურსისა და ევროზონის წევრობის საკითხს. რეფერენდუმის შესახებ პაპანდრეუმ მოულოდნელად გამოაცხადა ერთ კვირაში ევროზონის ქვეყნების სამიტის შემდეგ. ამ სამიტზე საბერძნეთისთვის ვალის განახევრება და დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფა გადაწყდა. ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ჟან-კლოდ იუნკერმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ პაპანდრეუმ რეფერენდუმის იდეის შესახებ წინასწარ არ აცნობა ევროკავშირის ლიდერებს. იუნკერი აცხადებს, რომ რეფერენდუმის უარყოფითმა შედეგმა შესაძლოა საბერძნეთის დეფოლტს შეუწყოს ხელი.
XS
SM
MD
LG