Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში სატირული ჟურნალის რედაქცია გადაწვეს


გუშინ ღამით ფრანგული სატირული ჟურნალის ”ჩარლი ჰებდო”-ს ოფისი გადაწვეს. ჟურნალის მიმდინარე კვირის გამოშვებაში წინასწარმეტყველი მუჰამედი მოწვეულ ”რედაქტორად” იყო დასახელებული. ”ფრანს პრესი” თვითმხილველზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოფისში ბენზინის შემცველი თვითნაკეთი ბომბი ფანჯრიდან შეაგდეს. ”ჩარლი ჰებდო” წერს, რომ ამ კვირის ნომერი ეძღვნება ტუნისის არჩევნებში ისლამისტური პარტიის გამარჯვების ”აღნიშვნას”. ამისათვის ჟურნალმა სახელი გადაიკეთა "Charia (Sharia) Hebdo"-დ და მის ყდაზე იყო კარიკატურა, რომელზეც წინასწარმეტყველი მუჰამედი აცხადებს - ”100 როზგი მას, ვინც სიცილით არ მოკვდება!”.
XS
SM
MD
LG