Accessibility links

სტამბოლი მასპინძლობს ავღანეთის უსაფრთხოების შესახებ კონფერენციას


სტამბოლი მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას, რომლის მიზანია ავღანეთში უსაფრთხოების გზამკვლევის შექმნა. საქმე ეხება ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას 2014 წელს საერთაშორისო ძალების მიერ მისი დატოვების შემდეგ. მოელიან, რომ ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი წარმოადგენს რეგიონული უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის პაქტის პროექტს. ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს განუცხადა, რომ რეგიონული თანამშრომლობის პაქტი უმნიშვნელოვანესია სამშვიდობო პროცესის განვითარებისთვის. სტამბოლის კონფერენციაში მონაწილეობენ აშშ-ის, პაკისტანის, ირანის, ინდოეთის, შუა აზიის ქვეყნების, გაეროსა და ნატოს წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG