Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციები ივანიშვილის მხარდასაჭერად ხელმოწერებს აგროვებენ


ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით, არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. თბილისში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი მიმართვაზე მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვება ხვალიდან დაიწყება. ინიციატორთა განცხადებითვე, 62 არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდებს, ”ბანკი ქართუს" მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობისთვის გაერთიანდეს. სოლიდარობის აქციას, რომლის იდეის ავტორი პოეტი დავით მაღრაძეა, დღეს შეუერთდნენ "ქართული აკადემიის" წარმომადგენლები, რომლებმაც ”ბანკ ქართუში” ანგარიშები გახსნეს.
XS
SM
MD
LG