Accessibility links

logo-print

ტიმოშენკომ ევროკავშირს ციხიდან წერილი გაუგზავნა


პატიმრობაში მყოფი უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო სთხოვს ევროკავშირს ბოლომდე მიიყვანოს უკრაინასთან დაგეგმილი ასოცირებული წევრობის შეთანხმება. ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა მკაცრად დაგმეს ტიმოშენკოსათვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი. გასულ თვეში ევროკავშირმა უარი თქვა ტიმოშენკოს მეტოქე, უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან შეხვედრაზე. ხოლო ზოგიერთმა ევროპელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ხელმოსაწერი შეთანხმება, შესაძლოა რისკის ქვეშ იყოს. ციხიდან გაგზავნილ წერილში, იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ „ასოცირებული შეთანხმება იქნება გარღვევა უკრაინელი ხალხის ევროპულ ოცნებაში“ და მოუწოდებს ევროკავშირს, მისი ბედის გამო, არ ჩაშალოს შეთანხმების ხელმოწერა.
XS
SM
MD
LG