Accessibility links

ბოსნიაში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმისათვის კიდევ ორი ეჭვმიტანილი დააკავეს


ბოსნიაში დააკავეს ორი მამაკაცი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან იმ შეიარაღებული თავდამსხმელის ხელშეწყობაში, რომელმაც გასულ პარასკევს ცეცხლი გაუხსნა აშშ-ის საელჩოს სარაევოში. ბოსნიის გენერალური პროკურატურის თანახმად, დაკავებული არიან დინო პესენკოვიჩი და მუნიბ აჰმეტფლასიჩი, რომლებმაც შეიარაღებული მევლიდ ისარევიჩი სოფელ გორნიადან ამერიკის საელჩომდე მიიყვანეს. 30 წუთიანი სროლის შემდეგ, ბოსნიის პოლიციამ თავდამსხმელი დაჭრა და იგი ამჟამად წინასწარი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. ინცინდენტში სულ მცირე ერთი პოლიციელი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG