Accessibility links

logo-print

რუსეთი დათანხმდა წინადადებას, რომელიც გზას უხსნის ვმო-ში მის გაწევრიანებას


რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთი დათანხმა საქართველოს მიერ მოწონებულ წინადადებას, რომელიც გზას უხსნის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას. საინფორმაციო სააგენტო ”ასოშიეიტიდ პრესის” ცნობით, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ მედვედკოვმა განაცხადა, რომ შეთანხმება მოჰყვა შვეიცარიის მიერ შეთავაზებულ წინადადებას. წინადადების მიზანია კომპრომისის მიღწევა რუსეთისა და მის მიერ საქართველოში ოკუპირებული ორი რეგიონის საზღვრებზე მდებარე განთიადი-ადლერისა და როკი-ქვემო ზარამაგის საბაჟო-საკონტროლო პუნქტებთან დაკავშირებით. მაქსიმ მედვედკოვის თქმით, მოსკოვი დაყაბულდა საბაჟო-საკონტროლო პუნქტების შემოწმებას მესამე მხარის მიერ. საქართველო გასულ კვირაში დათანხმდა შვეიცარიის კომპრომისულ წინადადებას.
XS
SM
MD
LG