Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბული ლიგა: სირია თანახმაა ქალაქებიდან ჯარების გაყვანაზე


არაბული ლიგის განცხადებით, სირია დათანხმდა ქალაქებიდან ჯარების გაყვანას, სხვა ზომებთან ერთად, რასაც ითვალისწინებს არაბული ლიგის ინიციატივა სირიაში არეულობისა და სისხლისღვრისათვის ბოლოს მოსაღებად. კაიროში არაბული ლიგის მინისტრების შეხვედრის შემდეგ, კატარის პრემიერ-მინისტრმა, შეიხმა ჰამად ბინ ჯასიმ ალ-ტანიმ გამოთქვა კმაყოფილება მიღწეული შეთანხმებით და გამოთქვა იმედი, რომ შეთანხმება დაუყოვნებლივ განხორციელდება. განცხადებით, რომელიც კატარის პრემიერ-მინისტრმა წაიკითხა, სირია თანახმაა ძალადობისათვის ბოლოს მოღებაზე, პატიმრების გათავისუფლებაზე, ქალაქებიდან ჯარების გაყვანაზე და არაბული ლიგისა და საინფორმაციო საშუალებებისათვის უფლების მიცემაზე, ადგილზე გაეცნონ ვითარებას.
XS
SM
MD
LG