Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში სასამართლომ დამნაშავედ ცნო იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი


სასამართლომ ნიუ-იორკში დამნაშავედ ცნო იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტი - რუსეთის მოქალაქე, რომელიც ბრალდებული იყო კოლუმბიელი ტერორისტების ჯგუფისათვის მძიმე იარაღების მიყიდვის მცდელობაში. ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოს ჯერ არ გამოუცხადებია ბუტისათვის გამოტანილი განაჩენი. ვიქტორ ბუტი 2008 წელს დააკავეს ოპერაციაში ამერიკელი აგენტების მონაწილეობით, რომლებიც თავს ასაღებდნენ ორგანიზაცია "კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალების" წევრებად. პროკურორების განცხადებით, საიდუმლო ჩანაწერები აჩვენებს, რომ ყოფილი საბჭოთა ოფიცერი შეეცადა, მილიონობით დოლარი ეშოვა ტერორისტული ჯგუფისათვის იარაღის მიყიდვით. ვიქტორ ბუტს ემუქრება, სულ ცოტა, 25 წლით და შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა.
XS
SM
MD
LG