Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანში იმართება დიდი ოცეულის სამიტი


საფრანგეთის ქალაქი კანი მასპინძლობს დიდი ოცეულის ორდღიან სამიტს. დღის წესრიგის მთავარ თემად სახელდება ევროპაში ვალებით გამოწვეული კრიზისის და საბერძნეთი. მოელიან, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა შეშფოთებას გამოთქვამს საბერძნეთის გადაწყვეტილების გამო, ჩაატაროს რეფერენდუმი მომჭირნეობის ზომების შესახებ. შიშობენ, რომ რეფერენდუმის შედეგად შესაძლოა, ჩაიშალოს ევროკავშირის მიერ საბერძნეთის დახმარების გეგმა. ობამა უკვე ჩავიდა კანში და სამიტის პარალელურად გამართავს შეხვედრას საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან. დიდი ოცეული აერთიანებს მსოფლიოში ეკონომიკურად წამყვან და სწრაფად განვითარებად ქვეყნებს.
XS
SM
MD
LG