Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს ეჭვი ეპარება ვიქტორ ბუტის პროცესის სამართლიანობაში


რუსეთის განცხადებით, ის შეეცდება, სამშობლოში დააბრუნოს ვიქტორ ბუტი, რომელიც ნიუ-იორკის სასამართლომ დამნაშავედ სცნო იარაღით ვაჭრობაში ბრალდების საფუძველზე. რუსეთის საგარეო უწყების პრესმდივნის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებით, მოსკოვი დააკვირდება რუსეთის მოქალაქე ბუტის მდგომარეობას შეერთებულ შტატებში და მიმართავს ზომებს სამშობლოში მის დასაბრუნებლად. 44 წლის ვიქტორ ბუტს, საბჭოთა არმიის ყოფილ ოფიცერს, სულ ცოტა, 25 წლით პატიმრობა მოელის.
XS
SM
MD
LG