Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში სამი ადამიანი მოკლეს


სირიელი უფლებადამცველების ცნობით, სამხედრო პირებმა დღეს სამი ადამიანი მოკლეს მიუხედავად სირიის მთავრობის დაპირებისა, რომ შეწყვეტს ძალადობას ოპონენტების წინააღმდეგ. ლონდონში დაფუძნებული უფლებადამცველი ორგანიზაცია თვითმხილველებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ, სულ ცოტა, სამი ადამიანი დაიღუპა ქალაქ ჰომსში, უშიშროების ძალების სროლის შედეგად. ცენტრალურ სირიაში მდებარე ჰომსი არის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ეპიცენტრი. გაეროს მონაცემებით, 3000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული მას შემდეგ, რაც მარტში დაიწყო საპროტესტო აქციები. სირიის მთავრობა გუშინ დაპირდა არაბულ ლიგას, რომ ჯარებს გაიყვანს ქალაქებიდან.
XS
SM
MD
LG