Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის მთავრობაში დაპირისპირებას იწვევს რეფერენდუმის გეგმა


საბერძნეთის მთავრობაში დაპირისპირებას იწვევს გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ევროზონის დახმარების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას.საბერძნეთის ფინანსთა მინისტრის, ევანგელოს ვენიზელოსის განცხადებით, ის ეწინააღმდეგება პრემიერ-მინისტრ გიორგიოს პაპანდრეუს წინადადებას, რეფერენდუმზე გაიტანონ შეთანხმება, რომელსაც ევროზონის ლიდერებმა მიაღწიეს საბერძნეთის დასახმარებლად. მედიის ცნობით, საბერძნეთის მთავრობისათვის შესაძლოა, უარყოფითი შედეგით დასრულდეს მისდამი ნდობის საკითხზე კენჭისყრა, რომელიც ხვალ იმართება პარლამენტში. მმართველი სოციალისტური პარტიის რამდენიმე დეპუტატი ამბობს, რომ არ დაუჭერს მხარს მთავრობას.
XS
SM
MD
LG