Accessibility links

logo-print

ობამა: დიდი ოცეულის მთავარი ამოცანაა ევროპის საფინანსო კრიზისის მოგვარება


შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამას, ევროპის საფინანსო კრიზისის მოგვარება მიაჩნია მთავარ ამოცანად დიდი ოცეულის სამიტზე, რომელიც დღეს იწყება საფრანგეთის ქალაქ კანში. ობამამ კრიზისის მოგვარების მნიშვნელობაზე ისაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლ სარკოზისთან შეხვედრის შემდეგ. „ჩემი აზრით, არავის გააკვირვებს, რომ ჩვენი საუბრის უდიდესი ნაწილი დაეთმო გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღების ხელშეწყობას, რათა შევქმნათ სამუშაო ადგილები ჩვენი ხალხისათვის და მოვახდინოთ საფინანსო ბაზრების სტაბილიზაცია მსოფლიოში. მომდევნო ორი დღის განმავლობაში ჩვენი ამოცანის მთავარი ასპექტია საფინანსო კრიზისის მოგვარება აქ, ევროპაში", განაცხადა ობამამ სამიტის დაწყებამდე. დიდი ოცეულის სამიტი იმართება ევროზონაში ვალებით გამოწვეული კრიზისისა და საბერძნეთში რთული ვითარების ფონზე. ამ კვირაში ევროპაში შოკი გამოიწვია საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებამ, რომ რეფერენდუმზე გაიტანს ევროკავშირის ლიდერების შეთანხმებას, რომლის მიზანიცაა საბერძნეთის გადარჩენა დეფოლტისაგან.
XS
SM
MD
LG