Accessibility links

ჟენევაში დღეს კვლავ შეიკრიბნენ საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლები


საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლები დღეს კვლავ შეიკრიბნენ ჟენევაში, სადაც შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარეობს მოლაპარაკება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ. გასულ ღამით მოსკოვის დელეგაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მედვედკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი თანახმაა საზღვარზე ტვირთების მონიტორინგი განახორციელოს დამოუკიდებელმა კომპანიამ, რომელიც დაეხმარება საქართველოსა და რუსეთის საბაჟო სამსახურებსაც. ჟენევაში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე. მან თბილისიდან გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ რუსეთი მართლაც ეთანხმება შვეიცარიის მიერ მომზადებულ წინადადებებს, სავაჭრო დერეფნების დასაწყისსა და ბოლოში განლაგდებიან საერთაშორისო მეთვალყურეები და ამოქმედდება ინფორმაციის გაცვლის ელექტრონული სისტემა. სერგი კაპანაძის თქმით, რუსეთის თანხმობის შემდეგ განსახილველი იქნება მხოლოდ ტექნიკური, მათ შორის შეთანხმების ხელმოწერის საკითხი, პროცესი კი, ათ ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.
XS
SM
MD
LG