Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მსხვერპლი მოჰყვა მეამბოხეების თავდასხმას


ერაყელი ოფიციალური პირების განცხადებით, სულ ცოტა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაიჭრა მეამბოხეების თავდასხმისას, რომელიც მიმართული იყო მთავრობის მხარდამჭერი შეიარაღებული პირების წინააღმდეგ ქალაქ ბაქუბაში. ამ ცნობით, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა აფეთქება მოაწყო ერაყის არმიის ბაზის ჭიშკართან, როცა იქ ხელფასის ასაღებად იკრიბებოდნენ სუნიტების გასამხედროებული ჯგუფის წევრები. რამდენიმე წუთში - მას შემდეგ, რაც თავდასხმის ადგილს მაშველებმა მიაშურეს, დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა. ბაქუბა დიალის პროვინციის დედაქალაქია და ბაღდადის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 60-მდე კილომეტრში მდებარეობს.
XS
SM
MD
LG