Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით საგანელიძემ დატოვა "ახალი მემარჯვენეების" გენერალური მდივნის პოსტი


დავით საგანელიძემ "ახალი მემარჯვენეების" გენერალური მდივნის თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზად საგანელიძემ სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” დაუსახელა ზოგიერთი სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებისას პარტიის მთავარ კომიტეტთან აზრთა სხვადასხვაობა. დავით საგანელიძის თქმით, ის ”ახალი მემარჯვენეების” რიგით წევრად რჩება და პარტიის ლიდერებთან სამომავლო სტრატეგიის განსაზღვრაზე საუბარს უახლოეს ხანში აპირებს.
XS
SM
MD
LG