Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატიის ყოფილი პრემიერი უარყოფს კორუფციის ბრალდებას


ხორვატიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივო სანადერი უარყოფს კორუფციის ბრალდებას, რომლის საფუძველზეც ზაგრებში იმართება მისი სასამართლო პროცესი. ბრალდების თანახმად, სანადერი უცხოური კომპანიებისაგან ქრთამს იღებდა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, ხორვატიის ბაზრებზე მათთვის წამყვანი პოზიციების მიკუთვნების სანაცვლოდ. სანადერის სასამართლო პროცესი არის ნაწილი ანტიკორუფციული კამპანიისა, რომელიც ხორვატიაში დაიწყო ევროკავშირში 2013 წლისთვის მოსალოდნელ გაწევრიანებამდე.
XS
SM
MD
LG