Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობებით, საბერძნეთის პრემიერი უარს ამბობს რეფერენდუმზე


მედიაში გავრცელებული ცნობებით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, გეორგიოს პაპანდრეუ აპირებს, უარი თქვას საბერძნეთის დასახმარებლად ევროზონის გადაწყვეტილების შესახებ რეფერენდუმის გამართვაზე. ეს ინფორმაცია ვრცელდება პაპანდრეუსთან დაახლოებული ოფიციალური პირების განცხადებაზე მითითებით. მედიის თანახმად, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა რეფერენდუმზე უარი ახსენა მთავრობის დღევანდელ, საგანგებო სხდომაზე. პაპანდრეუმ რეფერენდუმის შესახებ გამოაცხადა ერთ კვირაში მას შემდეგ, რაც ევროზონის ლიდერები შეთანხმდნენ ათენისათვის დახმარების მორიგი, 130 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტის მიწოდებასა და მისთვის ვალების 50 პროცენტის ჩამოწერაზე. ხვალ პარლამენტში გაიმართება პაპანდრეუს მთავრობისადმი ნდობის საკითხზე კენჭისყრა.
XS
SM
MD
LG