Accessibility links

logo-print

ობამა: საბერძნეთის კრიზისი სამიტის მთავრი საკითხია


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მსოფლიო ლიდერების ეკონომიკური სამიტის უმთავრეს საკითხად ევროპის ფინანსური კრიზისის დაძლევა დაასახელა. აღნიშნული განცხადება ბარაკ ობამამ კანში, პრეზიდენტ სარკოზისთან ერთად დიდი ოცეულის სამიტის დაწყებამდე გააკეთა. „ვფიქრობ, მოულოდნელი არ უნდა იყოს, რომ ჩვენი საუბრის უმთავრესი დრო დაეთმო გლობალური ეკონომიკის აღორძინებას იმისათვის, რათა შევქმნათ სამუშაო ადგილები ჩვენი ხალხისათვის და განვამტკიცოთ ფინანსური ბაზრები მთელს მსოფლიოში. ჩვენი ამოცანის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტს მომდევნო ორი დღის განმავლობაში იქნება აქ, ევროპაში არსებული ფინანსური კრიზისის მოგვარება,“ - განაცხადა ბარაკ ობამამ. ანალოგიური რემარკები ჰქონდათ სხვა ქვეყნებსაც, ჩინეთის გარდა, რომელმაც განაცხადა, რომ არ შეიტანს საკუთარ წვლილს სტაბილიზაციის ფონდში, სანამ არ გაირკვევა საბერძნეთის პოზიცია. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა სახტად დატოვა ევროპა და დააზარალა მსოფლიო სავალუტო ბაზრები მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ლიდერებთან შეთანხმებული დეფოლტის თავიდან აცილების გეგმის რეფერენდუმზე გატანის შესახებ განაცხადა.
XS
SM
MD
LG