Accessibility links

logo-print

სირიაში ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს მოელიან


დღეს სირიაში ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს მოელიან. დღევანდელი დღე ითვლება იმ შეთანხმების ერთგვარ გამოცდად, რომელიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადსა და არაბთა ლიგას შორის შედგა. შეთანხმების მიხედვით, ასადმა უნდა შეწყვიტოს ძალადობა საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ და დაიწყოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან. ხუთშაბათს გავრცელდა ინფორმაცია ქალაქ ჰომსში რამდენიმე ათული მშვიდობიანი მოქალაქის დახოცვის შესახებ. ეს მოხდა შეთანხმებიდან ერთ დღეში. სირიის ხელისუფლებას ქალაქებიდან უნდა გამოეყვანა სამხედრო ძალები და გაეთავისუფლებინა პოლიტპატიმრები.
XS
SM
MD
LG