Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის პარლამენტი კენჭს უყრის მთავრობის ნდობის ვოტუმს


საბერძნეთის მემარჯვენე ცენტრისტული ოპოზიცია პრემიერ მინისტრ პაპანდრეუს გადადგომას მოითხოვს.ოპოზიციის ლიდერი რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნასაც აყენებს. პარლამენტის სხდომაზე პაპანდრეუს მთავრობის ნდობის ვოტუმი დგება კენჭისყრაზე. მანამდე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ოპოზიციის მხარდაჭერის შემთხვევაში საბერძნეთის მიერ საერთაშორისო ფინანსური დახმარების მიღების საკითხზე რეფერენდუმი, შესაძლოა, დღის წესრიგიდან მოიხსნას.
XS
SM
MD
LG