Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გილაური წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს ვმო-ს შესახებ მიღწეულ შეთანხმებას


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გასაწევრიანებლად მიღწეულ შეთანხმებას წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ ქართულ მხარეს კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდა და მისასალმებელია, რომ შვეიცარიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ეს მოთხოვნები გათვალისწინებულია. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, "მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ერთგვაროვანი სავაჭრო რეჟიმი საქართველოს მთელ ტერიტორიასა და რუსეთს შორის.” ნიკა გილაურის განცხადებითვე, მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტია ის, რომ საქართველო სრულად მიიღებს ინფორმაციას, თუ რა ტიპის ვაჭრობა არსებობს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთს შორის, რაც უსაფრთხოების მხრივაც მნიშვნელოვანია.
XS
SM
MD
LG