Accessibility links

logo-print

მოსკოვში რუსი ნაციონალისტების დემონსტრაცია ტარდება


მოსკოვში ათასობით ნაციონალისტი ატარებს დემონსტრაციას და აყენებს მოთხოვნას, რუსეთს კვლავ ეთნიკური რუსები დაეპატრონონ. ოფიციალური ცნობებით, 5,000-მდე დემონსტრანტი შეიკრიბა ქალაქის შემოგარენში და შემდეგ ნაციონალისტური და რასისტული ლოზუნგების სკანდირებით მსვლელობა დაიწყო. ე.წ. რუსული მარში 2005 წლიდან ყოველწლიურად იმართება - მას შემდეგ, რაც 4 ნოემბერი ეროვნული ერთობის დღედ გამოცხადდა. წლევანდელი აქციის ფონია რუსეთის მოსახლეობის ნაწილში მზარდი უკმაყოფილება ჩრდილოკავკასიიდან ჩასული მიგრანტების და იმ დიდძალი თანხების გამო, რომელსაც რუსეთის მთავრობა ამ მღელვარე რეგიონს ახარჯავს. აქციები რუსეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.
XS
SM
MD
LG