Accessibility links

logo-print

სირია ამნისტიას აცხადებს, კვლავ არის ცნობები მსხვერპლის შესახებ


სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ დღეს ამნისტია გამოაცხადა იმ პირებისთვის, ვინც 12 ნოემბრამდე დაყრის იარაღს. ამ ცნობით, ამნისტია შეეხება მათ, ვინც „იარაღს ატარებს, ვინც მას ყიდდა, არიგებდა, ყიდულობდა ან შესყიდვას აფინანსებდა და ვისაც მკვლელობა არ ჩაუდენია“. ერთკვირიანი ამნისტია შაბათს იწყება. სირიის მთავრობა ძალას იყენებს რეჟიმის წინააღმდეგ მარტის შემდეგ მიმდინარე გამოსვლების მონაწილეების მიმართ. გაეროს შეფასებით, მოკლულია 3,000-ზე მეტი ადამიანი. ამნისტიას წინ უსწრებდა სირიის თანხმობა არაბული ლიგის მიერ წარმოდგენილ სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც სისხლისღვრის დასრულებას ემსახურება. პარალელურად, უფლებადამცველების ცნობით, დღეს სულ მცირე 12 ადამიანი მოკლეს მაშინ, როცა სირიის უსაფრთხოების ძალებმა ქალაქ ჰომსში და იორდანიის საზღვართან ცეცხლი გაუხსნეს პრო-დემოკრატიული აქციების მონაწილეებს.
XS
SM
MD
LG