Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი გენერალი კარზაის შესახებ განცხადებების გამო სამსახურიდან დაითხოვეს


აშშ-ის სამხედრო სტრუქტურების ინფორმაციით, ავღანეთში მივლინებული ამერიკელი გენერალი სამსახურიდან დაითხოვეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ჰამიდ კარზაიზე და მის მთავრობაზე კრიტიკული შენიშვნები გამოთქვა. ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების ხელმძღვანელის, ამერიკელი გენერლის, ჯონ ალენის განცხადებაში ნთქვამია, რომ გენერალ-მაიორი პიტერ ფულერი გათავისუფლებულია თავისი პოსტიდან, რომელიც ავღანეთის ჯარის და პოლიციის დანაყოფების წვრთნას ითვალისწინებდა. ამერიკული ინტერნეტ-გამოცემა „პოლიტიკოსთვის“ ახლახან მიცემულ ინტერვიუში ფულერმა ავღანეთის ლიდერები დაახასიათა იმპულსურ, უმადურ და „რეალობისგან იზოლირებულ“ პირებად. ინტერვიუს თანახმად, ის ამბობს, რომ ავღანეთის ლიდერები სათანადოდ არ აფასებენ აშშ-ის მიერ გაღებულ მსხვერპლს ავღანეთში სტაბილურობის დამყარების მიზნით. ამასთან, მან კრიტიკულად შეაფასა ჰამიდ კარზაის მიერ ახლახან გაკეთებული განცხადება, რომ თუ პაკისტანსა და აშშ-ს შორის ომი დაიწყება, ავღანეთი მხარს პაკისტანს დაუჭერს. ფულერის მოხსნის შესახებ აშშ-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მისი მოსზრებები არ ასახავს მყარ კავშირებს აშშ-ის და ავღანეთის მთავრობებს შორის.
XS
SM
MD
LG