Accessibility links

კაპანაძე: ვმო-სთან დაკავშირებით რუსეთთან შეთანხმება 10 ნოემბრისთვის გაფორმდება


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგი კაპანაძის თქმით, საქართველომ და რუსეთმა 10 ნოემბრისთვის უნდა მოაწერონ ხელი შეთანხმებას, რომელიც მოსკოვს გზას უხსნის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ. კაპანაძის მიერ 4 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით, რუსეთთან შეთანხმება მიღწეულია და მხოლოდ ტექნიკური საკითხები რჩება დასაზუსტებელი, რომლებიც მომდევნო ხუთ დღეში უნდა მოგვარდეს. კაპანაძის თქმით, შეთანხმება ესადაგება ტექსტს, რომელსაც საქართველო გასულ კვირას დათანხმდა. ამასთან, კაპანაძის განცხადებით, შვეიცარიელი შუამავლები მომავალ კვირაში წარმოადგენენ დოკუმენტს იმ მანდატის შესახებ, რომელიც ნეიტრალურ, კერძო კომპანიას მიენიჭება ტვირთის მონიტორინგის პროცესში. საქართველოს წარმომადგენლების თქმით, შეთანხმების თანახმად, საერთაშორისო დამკვირვებლები კერძო კომპანიიდან „სავაჭრო დერეფნების თავში და ბოლოში განთავსდებიან და მონიტორინგს გაუწევენ რა შედის და რა გამოდის ამ დერეფნებში.”
XS
SM
MD
LG