Accessibility links

logo-print

ორი ადამიანი დაიღუპა ტყიბულის მაღაროში


ტყიბულის მაღალო

ტყიბულის მაღალო

ორი მაღაროელი დაიღუპა ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში. მისი მმართველი კომპანია „საქნახშირი“ ტრაგედიის მიზეზად ასახელებს უბედურ შემთხვევას და წინასწარი გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სავარაუდოდ, მოხდა სამთო მასივის შერყევა, რამაც ბურღვის დროს მაღაროს ჭერის ჩამოქცევა გამოიწვია. კომპანიის ინფორმაციით, უბედური შემთხვევის ზუსტ მიზეზს საგანგებოდ შექმნილი კომისია დაადგენს. ”საქნახშირმა” გარდაცვლილი მაღაროელების ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ყველა ხარჯს სადაზღვევო კომპანიასთან ერთად აანაზღაურებს. ბოლო 3 წლის განმავლობაში ტყიბულის მაღაროში 12 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG