Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი შეხვდა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს


საქართველოს პრეზიდენტი საკუთარ რეზიდენციაში შეხვდა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ”მიუხედავად მსოფლიოში განვითარებული მოვლენებისა, მიუხედავად იმისა, რომ ევროზონა პრაქტიკულად იშლება და ძლიერი ეკონომიკური კრიზისია,” საქართველოს მომავალი წლის ბიუჯეტი ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული და პრიორიტეტად რჩება სოციალური სფერო, ეკონომიკა და ინფრასტრუქტურის განვითარება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გლობალური ფონის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკისადმი საკმაოდ ოპტიმისტურადაა განწყობილი.
XS
SM
MD
LG