Accessibility links

რუსეთი ირანზე თავდასხმის წინააღმდეგ გაფრთხილებით გამოდის


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, დღეს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანის წინააღმდეგ შესაძლო თავდასხმა „ძალიან სერიოზული შეცდომა“ იქნება. ლავროვის გაფრთხილების ფონია ისრაელის პრეზიდენტის, შიმონ პერეზის განცხადება, რომ ირანზე შეტევა თანდათან სულ უფრო რეალისტური ხდება. ისრაელის ეს განცხადება წინ უსწრებს გაეროს ატომური უწყების მხრიდან ირანის ატომური პროგრამის შესახებ ანგარიშის წარმოდგენას, რომელიც ამ კვირაშია დაგეგმილი. ამერიკული მედიის თანახმად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო თვლის, რომ ირანმა შესაძლოა უკვე შესძლო ატომური იარაღის შექმნისთვის აუცილებელი ნაბიჯების გავლა. ისრაელსა და აშშ-ს წარსულშიც რამდენჯერმე უთქვამთ ირანის ბირთვულ ობიექტებზე შეტევის შესაძლებლობის შესახებ. ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა, ეგვიპტის სახელმწიფო გაზეთ ალ-ახბართან ინტერვიუში აშშ-სა და ისრაელს ბრალი დასდო, რომ ისინი ირანზე სამხედრო შეტევისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობენ.
XS
SM
MD
LG