Accessibility links

logo-print

რუსეთში კომუნისტებმა აღნიშნეს 1917 წლის რევოლუციის მორიგი წლისთავი


რუსეთის მრავალ ქალაქში ჩატარდა კომუნისტების აქციები, 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის მორიგ წლისთავთან დაკავშირებით. მოსკოვში ჩატარდა კომუნისტების მხარდამჭერთა სვლა კარლ მარქსის ძეგლისაგან, პეტერბურგში კი აქციის მონაწილეებმა კრეისერ "ავრორას" მიაშურეს. ირკუსტკიდან გავრცელებული ცნობებით, დემონსტრაციაზე, რომელშიც 400-მდე ადამიანი მონაწილეობდა, მოითხოვეს პრეზიდენტ დმიტრი მედვედევისა და პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის გადადგომა. აქციები სანქცირებული იყო.
XS
SM
MD
LG